უტიაშვილია ხელმომწერი, რომელიც იმ იდეის ავტორია, დარბევის შემდეგ გარდაცვლილი 4 მიცვალებული სახურავზე რომ შემოაწყვეს - მამუკა მდინარაძე ბრიუსელში გაგზავნილ წერილზე

მამუკა მდინარაძე

მმართველი გუნდის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, არასამთავრობო სექტორის სახელით ბრიუსელში გაგზავნილი წერილის ხელმომწერია უტიაშვილი, რომელიც დარბევის შემდეგ გარდაცვლილი 4 მიცვალებულის სახურავზე შემოწყობის ავტორია.

მისი თქმით, ამ იდეოლოგიის მორალის ხალხია, ვინც საქართველოში თავის თავს ოპოზიციასა და ენჯეო სექტორის წარმომადგენლებს ეძახის.

"უტიაშვილია ხელმომწერი. შეგახსენებთ, უტიაშვილი იმ იდეის ავტორია, დარბევის შემდეგ გარდაცვლილი 4 მიცვალებული სახურავზე რომ შემოაწყვეს. ეს ხალხი აგზავნის დღეს "დანოსებს" და თავისი ქვეყნის დასჯას ითხოვს ბრიუსელისგან. ამ ფსიქოლოგიის, იდეოლოგიის და მორალის ხალხია, ვინც საქართველოში თავის თავს ეძახის ოპოზიციას და ენჯეო სექტორს", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ქართული არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციების ნაწილმა ბრიუსელში წერილი გაგზავნა, რომელშიც საუბარია სანქციების დაწესების აუცილებლობაზე, დიპლომატიურ პასპორტებზე ვიზების შეჩერებასა და ახალ არჩევნებზე. ინფორმაციას და წერილს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იო-ზვიაკი ავრცელებს.