„სიცოცხლეში ვერ აიხდინა სურვილი...“ - რას წერს ქეთი ქველაძე დედაზე
1744798919
საქართველო ევროკავშირთან თანამშრომლობისა და დიალოგისთვის მზაობას კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუმცა ეს ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე უნდა მოხდეს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.
ლევან მახაშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას და აღნიშნა, რომ ეს რეზოლუცია არასერიოზულია.
„არასერიოზული და უსამართლოა, რასაც ვხედავთ, როცა ზოგიერთ სახელმწიფოს, რომელებიც შედარებით ძლიერ მდგომარეობაში არიან, რადგან ევროპის ძლიერ ინსტიტუტებს ეფარებიან, შეუძლიათ, სუსტი დაჩაგრონ და რის გამო? – იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობის არჩევანი არ მოსწონთ. ჩვენთვის წითელი ხაზი ჩვენი მოსახლეობის არჩევანია, ვიდრე ამ ძალების მხრიდან ამ საკითხზე კითხვის ნიშანი იქნება, მანამდე რაიმე თემაზე საუბარი არასერიოზულია“, – განაცხადა მახაშვილმა.