10 პროფესია, რომელიც უახლოეს წლებში გაქრება
1718293457
USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი - ოლიგარქიულ გავლენებს, - წერს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, დღევანდელი მოცემულობით, “დიფ სთეითისა” და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის, მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით, შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს.
“მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა ნაც.აგენტურის და მისი პატრონების სუბორდინაციაში: USAID-ის მიერ დაფინანსებული აგენტურის ქართული ნაწილი ემსახურება დიფ სთეითს, დიფ სთეითი - ოლიგარქიულ გავლენებს. რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას: დიფ სთეითისა და USAID-ის აგენტურა საქართველოში მარცხდება, მათ შორის მკაცრი სამართლებრივი რეგულაციებით. შესაბამისად, ისევ ქართველი ხალხი და მშვიდობა იმარჯვებს. არ იქნება სამართალი, - არ იქნება მშვიდობა! ცეცხლი ოლიგარქიას! ოლეე, ოლაა-ზე იხ. პრემიერის დღევანდელი კომენტარი” - წერს მამუკა მდინარაძე.