ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება, სადაც ის "გამრუდებულ დიპლომატიაზე" საუბრობდა, პოლიტიკური დისკუსიის საგანია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, პეტრე ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ USAID-ის გრანტების 95%-ს სწორედ "ქართული ოცნების" ხელისუფლება იყენებდა, მათ შორის, მართლმსაჯულების რეფორმის განსახორციელებლად.
"თქვენ რუბიოს განცხადებებს ყურადღებას დიდად ნუ მიაქცევთ - როგორმე, ამერიკის შიდა პოლიტიკურ საკითხებში, რესპუბლიკელები და დემოკრატები ერთმანეთში ჩამოყალიბდებიან და USAID-ის, ისევე, როგორც ყველა სხვა დონორის დაფინანსება მოემსახურება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. ის, რომ USAID-ის ფულის აბსოლუტურ უმრავლესობას - 95%-ს მოიხმარდა საქართველოს ხელისუფლება, ამის მაგალითია თუნდაც ის მართლმსაჯულების ე.წ. რეფორმა, რომელიც ბოლო 10-12 წლის განმავლობაში განხორციელდა. აი, ასეთი რაღაცები ნამდვილად არ უნდა დაფინანსდეს დონორების ფულით," - აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი.