1755276023
ტრამპი: ბელარუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტთან შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა - მოუთმენლად ველი ლუკაშენკოსთან შეხვედრას მომავალში

ბელარუსის უაღრესად პატივცემულ პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოსთან შესანიშნავი სატელეფონო საუბარი მქონდა, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
„სატელეფონო საუბრის მიზანი იყო მისთვის მადლობის გადახდა 16 პატიმრის გათავისუფლებისთვის. ასევე, განვიხილავთ დამატებით 1,300 პატიმრის გათავისუფლების საკითხს. ჩვენი საუბარი ძალიან კარგი იყო. მრავალ თემაზე ვისაუბრეთ, მათ შორის პრეზიდენტ პუტინის ალასკაზე ვიზიტზე. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან შეხვედრას მომავალში“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.