ზაზა თელია ასახელებს საუკეთესო ზეთს, საკვების მოსამზადებლად
1760459135
მონტენეგრო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ლიდერია, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მონტენეგროში ვიზიტისას განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეხვედრა გამართა მონტენეგროს პრემიერ-მინისტრთან მილოჟკო სპაჟკთან.
„ყოველ ჯერზე, როდესაც აქ ჩამოვდივარ, ისევე როგორც დღეს, მე ვგრძნობ, რომ ევროპის გული ფეთქავს აქ, მონტენეგროში. თქვენ არა მხოლოდ ერთგული თქვენი ევროპული მომავლისადმი, თქვენ ძალიან მოწოდებული ხართ მის მიმართ და ეს კარგია. თქვენ აჩვენებთ ამას, რადგან თქვენ ხართ უდავოდ ლიდერი გაწევრიანების პროცესში. ჩემი გასული წლის ვიზიტის შემდეგ, თქვენ წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოთხი თავი დახურეთ. ეს სიჩქარე შესანიშნავია. თქვენ ახლა კარგ გზაზე დგახართ, რომ მიმდინარე წელს დახუროთ, სულ მცირე, კიდევ ხუთი თავი. მე ვიცი, რომ თქვენ მტკიცედ გაქვთ განზრახული, დახუროთ ყველა თავი მოვალ წელს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, 2028 წელს გახდეთ 28-ე წევრი“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირი აფასებს მონტენეგროს გადაწყვეტილებას, გაგზავნოს სამხედროები უკრაინაში ევროკავშირის საწვრთნელი მისიის მხარდასაჭერად.
„ახლა გეოპოლიტიკური მომენტი დადგა. რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ შეცვალა ჩვენი კონტინენტი. ყველა ევროპულმა ქვეყანამ უნდა აირჩიოს თავისი ადგილი და მხარე. მონტენეგრომ უკვე გააკეთა არჩევანი. სავსებით ნათელია, რომ თქვენ სრულად თანხვედრაში ხართ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. ჩვენ ვაფასებთ თქვენს გადაწყვეტილებას, გაგზავნოთ მონტენეგროელი ჯარისკაცები უკრაინაში ჩვენი საწვრთნელი მისიის მხარდასაჭერად“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.