„შეცდომები ყველას მოსდის და ყველას აქვს ცუდი პერიოდები...“ - ელენე ეპიტაშვილის გულახდილი ინტერვიუ
1745524044
ვნახეთ დონალდ ტრამპის მორიგი ბრძანება, რომ უნივერსიტეტებში თანხების გამჭვირვალობა უნდა არსებობდეს, რაზეც გაგიკვირდებათ, ჯიმ რიშმა თქვა, გამჭვირვალობა უნდა იყოს, რა არის დასამალიო. საქართველოში რატომ არის დასამალი გადმორიცხული თანხები?, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილის თქმით, „რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება ის, რასაც ბოლო წლებია, ვამბობთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ იყო და არის გაჩაღებული დეზინფორმაციული ომი“.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ორმაგ სტანდარტებს ჰქონდა ადგილი, ასევე კანდიდატის სტატუსზეც. თურმე, რაც კარგია ამერიკაში, ცუდია საქართველოში. თურმე საქართველოში პოლიცილების „მოლოტოვის კოქტეილებით“ დაწვა დასაშვებია, ამერიკაში მიუღებელია. დონალდ ტრამპის მორიგი ბრძანება ვნახეთ, რომ უნივერსიტეტებში თანხების გამჭვირვალობა უნდა არსებობდეს, რაზეც გაგიკვირდებათ, ჯიმ რიშმა თქვა, გამჭვირვალობა უნდა იყოს, რა არის დასამალიო. საქართველოში რატომ არის დასამალი, მათ შორის ტრამპამდე გადმორიცხული თანხები? ანუ, რაც ჩვენ მივიღეთ, გამჭვირვალეობის შერბილებული ვერსია, მსგავსი ბრაძანება მიიღო ტრამპმა, რომ თანხები გამჭვირვალე უნდა იყოს. თან საუბარი ამერიკის უნივერსიტეტებზეა. ეს ორმაგი სტანდარტებია, რასაც ქართველი ხალხი არამეგობრულად აფასებს, რადგან როცა საქართველოში კანონის მიღებას ხელს უშლი და თანხების ხარჯვის გამჭვირვალეობას ეწინააღმდეგები, როგორც მინიმუმ არაკეთილსინდისერი ხარ. ეს არის ჩვეულებრივი აფიორა. ვასალური დამოკიდებულებაა, რომ საქართველოს მეორრხარისხოვან ქვეყნად მიიჩნევენ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ უნივერსიტეტებში უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ აღმასრულებელ ბრძანებას ხელი მოაწერა. ბრძანების მიხედვით, აშშ-ის განათლების მდივანმა უნდა უზრუნველყოს ამერიკელი ხალხისთვის უმაღლესი განათლების დაწესებულებებში უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციაზე უკეთესი წვდომა, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა უნივერსიტეტებს მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ უფრო კონკრეტული დეტალები უცხოური დაფინანსების შესახებ, მათ შორის, თანხების რეალური წყარო და მიზანი.
აღნიშნულ ბრძანებას გამოეხმაურა ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, რომელმაც აღნიშნა: „მივესალმები ტრამპის ბრძანებას, რომელიც აიძულებს უნივერსიტეტებს, გაასაჯაროონ უცხოური დაფინანსება, ჩვენ უნდა მივყვეთ თანხებს, დასამალი თუ არაფერია, მაშინ რატომ არის წინააღმდეგობა?“.