რისი გაკეთება არ შეიძლება წითელ პარასკევს
1744659848
უნგრეთში ოპოზიციური პარტიის, „ტისას“ მიერ ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად, გამოკითხულთა 60% უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ემხრობა.
კვლევაში მონაწილეობა 1.1 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო და 58.18%-მა კითხვას – „მხარს უჭერთ თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას?“ – დადებითი პასუხი გასცა.
კვლევაში ცალკე პუნქტად იყო გატანილი კითხვა საზოგადოების პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, უნდა დარჩეს თუ არა უნგრეთი ევროკავშირისა და ნატო-ს წევრად, რაზეც გამოკითხულთა 98.68%-მა ასევე დადებითი პასუხი გასცა.
როგორც პარტია „ტისაში“ აცხადებენ, 2026 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ კვლევის შედეგები გახდება მათი პოლიტიკის ხაზი.