"ხელის ტრაქტორმა 26 წლის ბიჭს გადაუარა... მეორეს გადაყირავებული ტრაქტორი დაეცა...“ - ორი ტრაგედია ქარელის მუნიციპალიტეტში

ტრაქტორი

ქარელის მუნიციპალიტეტში ორი კაცი ხელის ტრაქტორს ემსხვერპლა. ერთ-ერთი გარდაცვლილი 26 წლის ბიჭია. ამის შესახებ „მოზაიკა“ წერს.

„26 წლის ბიჭი დაიღუპა ტახხიტიძირში. დასთან იყო სტუმრად ჩამოსული, ეხმარებოდა. სამწუხაროდ, ამ ხელის ტრაქტორმა ჩაითრია, ზედ გადაუარა და ადგილზევე დაიღუპა“, - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შემთხვევაში ტახტიძირში - ორშაბათს, ბრეთში კი გუშინ მოხდა.

„ბრეთშიც ახალგაზრდა მამაკაცია დაღუპული. ტრაქტორი გადაყირავდა და ზედ დაეცა".