თბილისში, 25 წლის ბიჭი მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი
1734954637
ამ მოწვევის გაუქმებით, ისინი შეურაცხყოფას საკუთარ საზოგადოებას მიაყენებენ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით.
„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ყველამ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ელემენტარული სტუმარ-მასპინძლობის წესი. თვითონ მიიწვიეს, ჩვენ ხომ არ გვითხოვია?! უნდათ, წყალწაღებულ ოპოზიციას მაშველი რგოლი გადაუგდონ, ესეც არ გამოვა, ხომ ხედავენ რომ უკვე კონტრპროდუქტიულია, პირიქით მოქმედებს მათი ასეთი შეურაცხმყოფელი ნაბიჯები და განცხადებები“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.