ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872
უნდა გადავიდეთ დეცენტრალიზებულ მოქმედებაზე, უბან-უბან, სკოლა-სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები, სამუშაო ადგილები, უნდა დავიწყოთ სახალხო დაუმორჩილებლობის აქცია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ხალხმა ხელისუფლებას უნდა აჩვენოს, რომ ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს და ღალატი არ გაუვათ.
„ქვეყანაში გვყავს საოკუპაციო ხელისუფლება, რომელიც ახორციელებს ქვეყნის ოკუპაციას, მოღალატეების ჯგრო. არჩეულ ოპოზიციურ დეპუტატებს მინდა მოვუწოდო, სასწრაფოდ მოხდეს კოორდინაცია, არამარტო ლიდერების, არამედ დეპუტატების დონეზე, რაც არის მნიშვნელოვანი, რადგან ამ ხალხს ჩააბარა ქართველმა ხალხმა მანდატები. ჩვენ უნდა გადავიდეთ არა ცენტრალიზებულ, არამედ დეცენტრალიზებულ მოქმედებაზე, რაც ნიშნავს, რომ უბან-უბან, სკოლა-სკოლა, უმაღლესი სასწავლებლები, სამუშაო ადგილები – უნდა დავიწყოთ სახალხო დაუმორჩილებლობის აქცია, რომ ამ ხელისუფლებას ვაჩვენოთ, ეს ქვეყანა ეკუთვნის ქართველ ხალხს, ეს ღალატი არ გაუვათ. მათ მოსვენება არ უნდა მივცეთ, უნდა გადავუკეტოთ ყველანაირი მოძრაობის და მანევრის საშუალება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.