LIVE: სპეციალური ბრიფინგი სუსში
1779444131
"როდესაც მე პირადად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურები გავერკვიეთ დეტალებში, აბსურდულობის ხარისხი იყო ისეთი მაღალი, რომ გამიჭირდება სერიოზულად მსჯელობა ამ საქმეზე," - განაცხადა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, მამუკა მდინარაძემ, დემონსტრანტების მიმართ "კამიტის" გამოყენების ბრალდებაზე საუბრისას.
მისივე თქმით, გამოძიების მომენტში გამოიკვეთა არაერთი პარადოქსული ნიუანსი.
"თავადაც მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ არ შეიძლებოდა კამიტზე სერიოზულად საუბარი და, თუ სწორად მახსოვს, ტრიქლორეთილენი იყო ის ნივთიერება, რომელიც ასევე, მათი თქმით, იყო აკრძალული ცალკეულ ქვეყნებში და ეს იქნა გამოყენებული. წავაწყდით ასეთ პარადოქსულ ამბავს, რომ არც ერთს - არც ჟურნალისტს, არც ენჯეოს წარმომადგენელს, არც BBC-ის და არც სხვას, ვინც ამაზე აპელირებდა, როგორც აღმოჩნდა, დაგუგლული და დასერჩილიც არ ჰქონდა ამის შესახებ, რადგან ბოლოს აღმოჩნდა, რომ ტრიქლორეთილენი უბრალოდ წყალშიც კი არ ერევა - მისი სიმკვრივე აღმოჩნდა უფრო მეტი და წყალში გახსნის შედეგად ჩადის ქვემოთ, არ ერევა. ამის ფონზე ამბობდნენ ასეთ ფრაზებს, რომ წყალში ტრიქლორეთილენი იყო გამოყენებული მომიტინგეების წინააღმდეგ, როცა თავად ეს გამხსნელი წყალში არ იხსნებოდა.
აი, ასეთი პარადოქსული ნიუანსები აღმოჩნდა იქ გამოძიების დროს და ჩვენ უმოკლეს ვადაში დავადგინეთ, რომ ამაზე სერიოზული მსჯელობა უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, ოღონდ ეს დავასკვენით მტკიცებულებებზე დაყრდნობით. ამიტომ იყო ქართული სახელმწიფოს თამამი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ დაბრალებას გავასაჩივრებდით ყველა საერთაშორისო დონეზე და, დარწმუნებული ვარ, დეტალებისა და მტკიცებულებების სიზუსტით, რომ ჩვენ საერთაშორისო სამართლებრივ ასპარეზზე მივაღწევთ უდავო წარმატებას," - განმაცხადა მამუკა მდინარაძემ.