„უკვე ისეთ სიგიჟეში არიან გადასულები, დარწმუნებული ვარ ჯადოებისაც სჯერათ და შეიძლება რაღაც მსგავსი აბსურდი მოიფიქრონ“ - ნინო წილოსანი ოპოზიციაზე

წილოსანი

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, ნინო წილოსანის განცხადებით, ოპოზიცია უკვე ისეთ სიგიჟეშია გადასული, რომ გამორიცხული არ არის ჯადოებისაც დაიჯერონ.

მისი თქმით, ოპოზიციას ძალიან დიიდ დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ფაქტები წარედგინა ამომრჩევლისთვის და საზოგადოებისთვის, რასაც ისინი არ აკეთებენ, რადგან ეს ფაქტები არ არსებობს.

„უკვე ისეთ სიგიჟეში არიან გადასულები, რომ დარწმუნებული ვარ ჯადოებისაც სჯერათ და შეიძლება რაღაც მსგავსი აბსურდი მოიფიქრონ. ასევე, ძალიან საინტერესოა რატომ ჰპირდებიან საკუთარ ამომრჩეველს და საზოგადოებას, რომ აწი გაასაჯაროებენ რამეს. ფაქტობრივად, ძალიან დიდი დრო ჰქონდათ იმისთვის, რომ კონკრეტული ფაქტები ეთქვათ. ამის საპირწონედ, ჩვენ უკვე შეგვაქვს პროკურატურაში საჩივარი კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, ჩვენი ამომრჩევლის, მათი ნების წინააღმდეგ საკუთარ დამკვირვებლად თუ კომისიის წევრად შეყვანის შესახებ“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.