დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ საუბარი არ არის ჯანმრთელობის ზრუნვაზე სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, ევროპის საბჭოს მკაფიო პასუხია, რომ ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიხედონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა.
„კარგია, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვნახეთ ობიექტური შეფასება. ეს განცხადება და შეფასება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საჭიროა, იყო პრინციპული და სამართლიანი, თუნდაც ეს იყოს არაპოპულარული. გახსოვთ, რა თავდასხმები იყო ხელისუფლებაზე, ჩვენზე სწორედ იმ მიზეზით, რომ სააკაშვილის გარემოცვას ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკურ სკანდალად გარდაქმნა სურდა. დღეს უკვე ევროპის საბჭომაც დაინახა, რომ აქ საუბარი არ არის ჯანმრთელობის ზრუნვაზე სააკაშვილის გარემოცვის მხრიდან, არამედ ყველა ცდილობს ამ საკითხის პოლიტიზებას. მათ ნახეს ექიმების განცხადებები, რომელთაც პირდაპირ თქვეს, რომ ხელი გვეშლება მკურნალობის პროცესში, ნახეს ასევე ობიექტური ინფორმაცია, რომელიც საჯაროა. ისიც ნახეს, რომ ეს ადამიანი საუკეთესო სამოქალაქო კლინიკაშია მოთავსებული თვეების განმავლობაში, ჩახედეს კონსტიტუციას, ჩახედეს კანონს და საბოლოო ჯამში გამოიტანეს დასკვნა, რომ აქ რეალურად მიმდინარეობს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიზება, რომ მოხდეს ამ საფუძვლით ხელისუფლებაზე ზეწოლაზე, ხელისუფლება გვაიძულონ, მივიღოთ უკანონო გადაწყვეტილება, ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არც კონსტიტუციით, არც კანონმდებლობით, არც საერთაშორისო კონვენციებით არანაირად არ არის გათვალისწინებული. ანუ, რადიკალური ოპოზიცია და სააკაშვილის გარემოცვა, მისი მეგობრებიც, მათ შორის საზღვარგარეთ, გვეუბნებიან, რომ ყველა პატიმარი თანასწორია, მაგრამ უფრო თანასწორია ზოგიერთი, მაგალითად, სააკაშვილი. ანუ ყველა პატიმარი, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უნდა დარჩეს პატიმრობაში, მაგრამ სააკაშვილი უნდა გაათავისუფლოთო. ამას გვეუბნებოდნენ თვეების განმავლობაში, რასაც დღეს ევროპის საბჭომ უპასუხა მკაფიოდ, რომ ჯანმრთელობის საკითხს უნდა მიხედონ ექიმებმა და არა პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადება გაავრცელეს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია საქართველოში ვიზიტით 27-29 მარტს იმყოფებოდა.