ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს, ეს დაბომბვები მე არ მომწონს - ტრამპი
1744012650
2008 წლის აგვისტოს ომი, ბიზნეს რეკეტი, პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა- საგამოძიებო კომისია მუშაობას მომავალი კვირიდან განაგრძობს.
პარლამენტში შექმნილი დროებითი ჯგუფი 2003-2012 წლებში ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების დანაშაულებრივ ქმედებებს სწავლობს.
ვინ გასცემდა ბრძანებებს და როგორ მუშაობდა სისტემა "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში - ამ შეკითხვებზე პასუხის მიღებას კანონმდებლები მომდევნო დღეებშიც ეცდებიან.
საგამოძიებო კომისიას უნდობლობას უცხადებს ოპოზიცია."ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ წინა ხელისუფლების დანაშაულებს, სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება უნდა მიეცეს.
"ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი წინასაარჩევნო დაპირება, რომელსაც პირნათლად შევასრულებთ. თუ არ ვცდები, მე-9, თუ მე-10 სხდომა გაიმართა და უკვე ჩანს რამდენი ფაქტი აღიდგინა ქართულმა საზოგადოებამ, რამდენი ახალი ფაქტი გამოაშკარავდა და გამომჟღავნდა. 2012 წლამდე აწამებდა, კლავდა, არეკეტებდა და ანადგურებდა ქვეყანას. ამათი სახის და ამათი ლუსტრაცია მიმდინარეობს ამ უმნიშვნელოვანესი პროცესით", - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.