წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763483728
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარება წელს დაახლოებით ერთ მილიარდ ევროს შეადგენს.
ალბარესის თქმით, ამ თანხაში შედის, როგორც შეერთებული შტატებისგან უკრაინისთვის შეიარაღების შესყიდვა, ისე სხვა აღჭურვილობის ხარჯები, მაგალითად, გენერატორები.
„ესპანეთს აქვს გრძელვადიანი ვალდებულება უკრაინის სუვერენიტეტის, თავდაცვის მიმართ და დაიცავს მას იქამდე, ვიდრე ომი გრძელდება“, – აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამასთან, ხოსე მანუელ ალბარესმა განაცხადა, რომ ესპანეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას, ასევე სპეციალური ტრიბუნალის შექმნას, რომელიც დანაშაულებზე რუსი მაღალჩინოსნებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას ისახავს მიზნად.
„მთელი მთავრობა აცნობიერებს, რომ უკრაინაში ფსონზეა ბევრი რამ: მისი სუვერენიტეტი და თავისუფლება, ასევე ადამიანის უფლებები, საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი“, – აღნიშნა ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.