1746807085
უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება - ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა

გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა რუსეთის პრეზიდენტთან უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო შეშფოთება დააფიქსირა. ბორის ჯონსონი ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა.
„ვესაუბრე პრეზიდენტ პუტინს, რომ გამომეხატა ღრმა შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის მტრული მოქმედების გამო. უკრაინის ტერიტორიაზე ნებისმიერი შემდგომი შეჭრა ტრაგიკული შეცდომა იქნება. დიალოგი და დიპლომატია წინსვლის ერთადერთი გზაა," - წერს ბორის ჯონსონი სოციალურ ქსელში.
ლიდერების საუბრის შესახებ ინფორმაციას კრემლიც ავრცელებს.
„მათ დეტალურად ისაუბრეს უკრაინის შიდა კრიზისსა და რუსეთის ფედერაციისთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი, იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიწოდებასთან დაკავშირებით...
რუსეთის პრეზიდენტმა განმარტა თავისი პრინციპული მიდგომები ამ საკითხებთან დაკავშირებით,"- აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში.