ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება - ახალი გაფრთხილება
1732308702
საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბუჩაში მომხდარი ტრაგედიის საკუთარი თვალით სანახავად, პარლამენტარები, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბუჩაში მიიწვიეს.
"უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარემ ბატონმა სტეფანჩუკმა მიმართა ყველა პარლამენტარს ჩამოვიდნენ ბუჩაში და საკუთარი თვალით ნახონ ეს დანაშაული. შესაბამისი მოწვევა მიიღო ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, უკრაინის რადას თავმჯდომარის მიწვევა არ მიუღია.
რუსეთის არმიისგან გათავისუფლებულ ბუჩას მშვიდობიანი მოქალაქეების ცხედრები ქუჩაში დახვრეტილი იპოვეს. მოქალაქეების ნაწილი გაკოჭილი იყო, გარდა ამისა, დაფიქსირდა ქალებისა და მოზარდების გაუპატიურების შემთხვევები.