უკრაინელებმა კვლავ ტყუილი გამოიყენეს არგუმენტად, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მხარდასაჭერი რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირათ - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, უკრაინელებმა კვლავ ტყუილი გამოიყენეს არგუმენტად, რომ ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის მხარდასაჭერი რეზოლუციისთვის მხარი არ დაეჭირათ.

„წარმოიდგინეთ, რა უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს. არ არსებობს მსოფლიოში მტკიცებულება იმისა, რომ ერთი ფაქტიც კი, მცდელობა იყო, საქართველო გამოყენებულიყო თავის არიდებისათვის, საქართველოს მხრიდან მცდელობაზეა საუბარი. ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ საკითხებზე მუშაობს, თქვა, რომ არც ერთი ასეთი მტკიცებულება და ფაქტი არ დასტურდება, მაგრამ უკრაინელების არგუმენტი აღმოჩნდა ის, რომ მაინც ეს ტყუილი უნდა გამოიყენონ, რომ იმის არგუმენტად, რომ საკუთარი ქვეყნის ევროინტეგრაციის აქტზე, რეზოლუციაზე ხელს არ აწერენ“, - აღნიშნა მდინარაძემ.

ქართველი ოპოზიციონერებისა და უკრაინის დელეგაციის უარის გამო, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროინტეგრაციის შესახებ რეზოლუციას ევრონესტზე ვერ მიიღებენ.