იანვარში უქმე დღეები განისაზღვრა - მთავრობის დადგენილება
1735055511
უკრაინა ომშია, ქვეყანაში ტრაგედია ტრიალებს და თურმე ზელენსკი სანქცირებულთა სიის გამოქვეყნებისთვის იცლის, ზელენსკის ვურჩევდი, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს უპასუხოს, რის წინაშეც ეს ქვეყანა დგას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლების განცხადება არასერიოზულია.
„სამწუხაროდ, უკრაინა ომშია და უკრაინელ ხალხს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ, თუმცა უკრაინის ხელისუფლების განცხადება სანქციებზე რა შეფასების ღირსია? უკრაინა ომშია, ქვეყანაში ტრაგედია ტრიალებს, ათობით მილიონი ადამიანია უსახლკაროდ დარჩენილი, ცეცხლი არ წყდება და თურმე ზელენკი იმისთვის იცლის, სანქცირებულთა სია გამოაქვეყნოს. ეს არასერიოზულია. ზელენსკის ვურჩევდი, იმ პრობლემებსა და გამოწვევებს უპასუხოს, რის წინაშეც ეს ქვეყანა დგას“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა ბრძანება, რომელიც მოიცავს საქართველოს 20 მოქალაქისთვის აკრძალვებს უკრაინაში შესვლაზე, ბიზნესის წარმოებაზე, ქონების შესყიდვაზე, აგრეთვე ფინანსური აქტივების გაყინვას.