ვრცელდება კადრები, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა თვითმფრინავის ჩამოვარდნამდე გადაიღო
1735156563
უკრაინა ვერ შეძლებს რუსეთის წინააღმდეგ ომის მოგებას ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სტრასბურგში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია დიალოგი და ცეცხლის შეწყვეტა.
ამასთან, როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი არ დაელოდება ინაუგურაციას და უკრაინაში მშვიდობის დამყარებისთვის მუშაობას 5 ნოემბრის არჩევნების შემდეგ დაიწყებს.
„უნგრეთის მიზანია, რაც შეიძლება მალე მივაღწიოთ ცეცხლის შეწყვეტას, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ ამ ომის მოგება ბრძოლის ველზე შეუძლებელია. უბრალოდ, შეუძლებელია. ეს ჩვენი აზრია. ამიტომ, ბრძოლის ველზე თუ ვერ იმარჯვებთ, უნდა აწარმოოთ მოლაპარაკებები, უნდა შეწყვიტოთ ცეცხლი და გადაარჩინოთ ადამიანების სიცოცხლე. ეს არის ის, რაც გვსურს. გვინდა ცეცხლის შეწყვეტა რაც შეიძლება მალე, რადგან პირადად მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბრძოლის ველზე გამოსავალი არ არსებობს“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მისივე განცხადებით, საჭიროა, უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია შეიცვალოს.
„ვფიქრობ, სტრატეგია, რომელსაც ჩვენ, როგორც ევროკავშირი მივყვებით, არ არის კარგი. ჩვენ არაფერს ვაჩერებთ. გვსურს, ევროკავშირის ლიდერები დავარწმუნოთ, შეცვალონ სტრატეგია უკრაინასთან დაკავშირებით, რადგან ეს სტრატეგია, როგორც ხედავთ, არ მუშაობს. ჩვენ გვჭირდება ახალი სტრატეგია“, – განაცხადა ორბანმა.