უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი საქართველოში ჩამოდის

მიხაელ როთი

უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას მიხაელ როთი X-ზე ავრცელებს.

"მომავალ კვირას საქართველოში ჩემს გამოსამშვიდობებელ ვიზიტს მოუთმენლად ველი. მსურს ყველა თავდადებულ ევროპელსა და თავისუფლებისთვის მებრძოლს მხარი დავუჭირო და გერმანელი პოლიტიკოსის რანგში ჩემს მეგობრებს დავემშვიდობო.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საპარლამენტო მანდატი მალე იწურება, მე ევროკავშირის გულში თავისუფალი საქართველოს მიმართ ერთგულებას გავაგრძელებ", - წერს მიხაელ როთი.