უბრალოდ უაზრობაა ყველა გაგებით, არ არსებობს ამ "პრობლემის" ადმინისტრირების ტექნიკური შესაძლებლობები - ვახტანგ მეგრელიშვილი ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკანონმდებლო პაკეტის შესახებ

ვახტანგ მეგრელიშვილი

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტი სესიაზე მომავალ კვირას პირველი მოსმენით გავა.

ოპოზიცია  საკანონმდებლო პაკეტს მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილს უწოდებს.

"გირჩის"ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, კანონპროექტი აზრს მოკლებულია და კანონის ადმინისტრირების ტექნიკური შესაძლებლობები არ არსებობს.

"არც ერთ კითხვაზე, რომელიც ამ კონკრეტულ საკითხებს ეხებოდა, პასუხი არ არსებობს. არ არსებობს ამ "პრობლემის" ადმინისტრირების ტექნიკური შესაძლებლობები. უბრალოდ, უაზრობაა, ყველა გაგებით. არ მესმის რატომ გაურბიან ამას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომ ეს გამოიყენოს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ", - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

"ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის" შესახებ საკანონმდებლო პაკეტს პირველი მოსმენით ოთხმა გაერთიანებულმა კომიტეტმა მხარი გუშინ დაუჭირა. შეგახსენებთ, საკანონმდებლო პაკეტი სამართლებრივ ჩარჩოში აქცევს ქორწინების, შვილად აყვანის, სქესის შეცვლის პროცედურებს და ზღუდავს ეგრეთწოდებულ ლგბტ პროპაგანდას.