"თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ამ აქციებს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი - საქართველოს მოქალაქეები" - ანა წითლიძე

წითლიძე

ხატია დეკანოიძის სტატუსი, რომელიც მან ჯგუფ "დაიტოვეში" დაწერა, პოლიტიკური შეფასებების თემა. "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერბეთის მაგალითსა და მაგისტრალების გადაკეტვაზე საუბრობს.

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს წევრი ანა წითლიძე ამბობს, რომ აქციის ორგანიზატორები ისინი არ არიან, თუმცა ამბობს, რომ არ იქნებოდა ამის წინააღმდეგი.

"ოპოზიცია რომ იყოს ამ აქციების ორგანიზატორი, ამის წინააღმდეგი საერთოდაც არ ვიქნებოდი, მაგრამ როგორც არ უნდა ეცადოს "ქართული ოცნება", ვინმეს დააბრალოს ამ აქციების ორგანიზატორობა, თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ამ აქციებს ჰყავს ერთადერთი ორგანიზატორი - საქართველოს მოქალაქეები. ცხადია, პოლიტიკური პარტიები ჩართულნი ვართ, როგორც საქართველოს მოქალაქეები", - აცხადებს ანა წითლიძე.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის” წევრი, თამაზ დათუნაშვილი კი ამბობს, რომ ხატია დეკანოიძის სტატუსი არ წაუკითხავს და მისი შინაარსი არც აინტერესებს.

"ეს აქციები არ არის მართული პოლიტიკურად, ეს აქციები არის ახალი სოციალური ფენომენი ამ ქვეყანაში და არის თვითორგანიზებული. ხატია დეკანოიძე რას წერს, მე რაში მაინტერესებს, რას წერს, არც ვკითხულობ", - აცხადებს თამაზ დათუნაშვილი.