1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
თვითდაზიანებაზე არცერთი სახელმწიფო არ იღებს პასუხისმგებლობას. თვითდაზიანების შემთხვევები ციხეებში, საქართველოშიც და გარეთაც უამრავია, მაგრამ მსოფლიოში არ არსებობს არცერთი სახელმწიფო, რომელიც იღებს პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლობას, ეს ხომ გამორიცხულია,’’ - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების’’ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელზე გადაცემა ,,დღის თემის’’ ეთერში განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არცერთ ქვეყანაში პატიმრის თვითდაზიანებაზე არცერთი სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იღებს. მისი თქმით, თვითდაზიანების სიმულაცია არ შეიძლება პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს.
,,როგორც კი ამ პრეცედენტს დაუშვებ, მაშინ ბუნებრივია ცდუნება დიდია, რომ თავი დაიზიანო და გამოხვიდე გარეთ. როგორ შეიძლება ეს პრეცედენტი დაუშვა, რომ თითქოს, თვითდაზიანებას ეწევა პატიმარი და ამის გამო, ის გარეთ გამოვიდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ისეთ გადასხმებს იკეთებდა და ისეთ გადასხმებზე ამბობდა უარს, რომელიც საკვების ჩანაცვლებას ითვალისწინებდა. რატომ? ამას ერთადერთი მიზანი აქვს, წონაში დაკლება და გათავისუფლება. თეთრი ძაფით ნაკერი, სამარცხვინო სიმულაციური საქმეა სინამდვილეში და როგორ შეიძლება ეს, პატიმრის გათავისუფლების საფუძველი გახდეს,’’ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.