1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
სახალხო დამცველის ოფისის ხელმძღვანელი, ვგულისხმობ ყოფილ სახალხო დამცველს და ასევე ცენტრი „ემპათიის“ ხელმძღვანელი ორივე არიან „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები. აქედან გამომდინარე, მათ დასკვნებს ბუნებრივია ფასი არ აქვს,- განაცხადა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, მათაც კი ვერ მოახერხეს მიხეილ სააკაშვილისთვის დიაგნოზის დადება. მისივე თქმით, არცერთი დიაგნოზი არ არსებობს, რომელიც მისცემდა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს.
„მათაც კი ვერ მოახერხეს დიაგნოზის დადება. უფრო მეტიც, უცხოელ ექიმებს, ლობისტებს ჯამში გადაუხადეს მილიონი დოლარი, რაც დღეს გამჟღავნდა ოფიციალური მონაცემებით ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ.
არცერთი დიაგნოზი არ არსებობს, რომელიც მისცემდა სასამართლოს სასჯელის გადავადების საფუძველს. გაწერილია დეტალურად რომელი დიაგნოზები იძლევა სასჯელის გადავადების საფუძველს, არცერთი არ არის სახეზე. მილიონი დოლარი დახარჯეს და ასეთი დიაგნოზი მაინც ვერ დადეს, ეს არის რეალობა. ჰყავდათ თავისი აქტივისტი ყოფილი სახალხო დამცველის სახით, თავისი აქტივისტი ცენტრი „ემპათიის“ სახით, დამატებით მილიონი დოლარი დახარჯეს ექიმებში, ლობისტებში, პიარ კამპანიაში და მაინც ვერ მოახერხეს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.