თურქმენეთის პრეზიდენტმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

მემორიალი

საქართველოში ვიზიტით მყოფმა თურქმენეთის პრეზიდენტმა - სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ოფიციალურ სტუმრებთან ერთად, გმირთა მოედანზე დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა გიორგი მათიაშვილმა.

დღესვე, დაგეგმილია თურქმენეთის პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ასევე, მხარეები თანამშრომლობის საკითხებს გაფართოებულ ფორმატშიც განიხილავენ.

თურქმენეთის დელეგაცია საქართველოს სახელმწიფო ვიზიტით სტუმრობს.