„ჩემი მეუღლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო…“ – რა სიახლეა ნუცა ბუზალაძის ცხოვრებაში
1784236501
თურქმენეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი გრძელდება. სერდარ ბერდი-მუჰამედოვს დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში მიიღებს, რის შემდეგაც ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებები გაფორმდება.
თურქმენეთის სახელმწიფო დელეგაციას, გუშინ დღის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოფიციალურ ვახშამზეც უმასპინძლა. სტუმრებმა ფუნიკულიორით იმგზავრეს და თბილისის ხედები დაათვალიერეს. თურქმენეთის დელეგაცია საქართველოში გუშინ ჩამოფრინდა. სერდარ ბერდი-მუჰამედოვის ოფიციალური დახვედრა პრეზიდენტის სასახლეში შედგა. მიხეილ ყაველაშვილის გარდა, თურქმენეთის პრეზიდენტი პირისპირ შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრს.