„სამი სიცოცხლე ერთდროულად ჩაქრა...“ - ცეკვის აკადემია „დიდგორი“
1784198497
თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოსა და თურქმენეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა. მიხეილ ყაველაშვილმა და სერდარ ბერდი მუჰამედოვის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას, ინვესტიციების წახალისებას, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სფეროებში თანამშრომლობას.
თურქმენეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტს ფარგლებში, გაიმართა დელეგაციების ორმხრივი შეხვედრებიც. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეებს შეხვდა. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა კი, შეხვედრა გამართა თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან.
"თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ვისაუბრეთ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, რომელიც მოიცავს პოლიტიკურ თანამშრომლობას, ეკონომიკურ თანამშრომლობას, ორ ქვეყანას შორის გაზრდილ სავაჭრო ბრუნვას. ასევე, ვისაუბრეთ შუა დერეფანზე, მის განვითარებაზე და იმაზე, თუ რა ინვესტიციებს დებს საქართველო შია დერეფნის ინფრასტრუქტურულ განვითარებაში," - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.