ჯარიმა 6000 ლარია - ნახეთ, ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება
1756965025
თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია მოქალაქეებს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. მიზეზი პოლიციის მიერ პარტიის ოფისებთან ბარიკადების აღმართვაა, რასაც თავად ოპოზიციონერებმა ალყა უწოდეს.
ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, სახალხო რესპუბლიკური პარტიის ასობით წევრი დააკავეს, მათ შორის, სტამბოლის ყოფილი მერი ეკრემ იმამოღლუ, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარი პოლიტიკური კონკურენტი, რასაც ქვეყანაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა.