„როცა ფულს გასცემთ, გულში თქვით...“ - თუ ფულს ხშირად გასცემთ, ეს უნდა იცოდეთ
1767712740
"იმისთვის, რომ ეს სტაბილურობა პოლიტიკურმა პროცესმა შეინარჩუნოს, საჭიროა კრიზისის განმუხტვა. კრიზისი რომ ქვეყანაში არსებობს, ამას ხომ ყველა აღიარებს, მათ შორის "ქართული ოცნებაც". მისი განმუხტვისთვის კი არსებობს ერთადერთი შანსი - დიალოგი, კომპრომისები, მათ შორის ურთიერთკომპრომისები," - ეს განცხადება "რუსთავი 2"-ის გადაცემა "ღამის კურიერში" პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.
ირაკლი კუპრაძემ ქვეყანაში არსებულ კრიზისზე და ამ კრიზისის გადაჭრის მისეულ ხედვაზე ისაუბრა.
"ჩვენთვის, "ლელოსთვის" და ჩვენი კოალიცია "ძლიერი საქართველოსთვის", ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ ტურბულენტურ ვითარებაში, რომელშიც ახლა საქართველო იმყოფება - ვგულისხმობ რეგიონს: ჩრდილოეთიდან მუდმივი საფრთხე, ომები, ასევე, სამხრეთში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტები და სავარაუდო სამომავლო დაძაბულობები, - ამ დროს საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ ამას სრული პასუხისმგებლობით ვიაზრებთ.
იმისთვის, რომ ეს სტაბილურობა პოლიტიკურმა პროცესმა შეინარჩუნოს, საჭიროა კრიზისის განმუხტვა. კრიზისი რომ ქვეყანაში არსებობს, ამას ხომ ყველა აღიარებს, მათ შორის "ქართული ოცნებაც". მისი განმუხტვისთვის კი არსებობს ერთადერთი შანსი - დიალოგი, კომპრომისები, მათ შორის -ურთიერთკომპრომისები და, თავის მხრივ, ორი მთავარი პრობლემის გადაჭრა.
ერთია არჩევნების საკითხი - რომ არსებობდეს სამართლიანობის განცდა არჩევნებთან დაკავშირებით - და მეორე არის პოლიტიკური პატიმრებისა და მათი გათავისუფლების საკითხი," - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.