„მისი სული უკვე 50-60 წელია აქაა ჩაკეტილი...“ - ანზორ ოდიშარიამ „საქმე გახსნა“
1773518120
თუკი საკუთარ ქვეყანას არ შეუძლია საკუთარი ინტერესების დაცვა, მაშინ ის ვერც პარტნიორობას შეძლებს, ყველაზე მეტი, რაც მას შეუძლია საერთაშორისო ურთიერთობაში ეს არის ვასალობა, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ყველა ამოვიდეთ ჩვენი ეროვნული ინტერესიდან, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც იღებს საქართველოს ხელისუფლება იზომება ორი საზომით - „ეს გადაწყვეტილება ჩვენ გაახლოებს თუ გვაცილებს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხს და ეს გადაწყვეტილება გვაახლოებს თუ გვაცილებს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდის საკითხს“.
„საქართველო საგარეო პოლიტიკის ლაბორატორიების და ექსპერიმენტის ადგილი არ უნდა იყოს. თქვენ ექსპერიმენტს ატარებდით გამოგონილი ეკლესიითა და რელიგიით, თქვენ ექსპერიმენტი გიყვართ. ექსპერიმენტი შეიძლება ატაროთ თქვენს პარტიაში, შეიძლება საკუთარ ქვეყანაშიც ატაროთ ექსპერიმენტი, მაგრამ სხვა ქვეყნები, „რეჟიმ ჩეინჯები“ ცოტა სხვა პასუხისმგებლობაა“, - მიმართა შალვა პაპუაშვილმა ვახტანგ მეგრელიშვილს.