პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება იმის შესახებ, რომ იგი შესაძლოა, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გახდეს.
როგორც ნათელაშვილი ამბობს, მარგველაშვილი თუ გახდება „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე, იქნება ინოვაცია, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს.
„თუ ასე მოხდა, პირველი პრეცედენტი იქნება, როდესაც ორი პრეზიდენტი ერთ პარტიაში მოიყრის თავს, ეს იქნებოდა ინოვაცია ქართულ პოლიტიკაში. თქვენ თუ დაიწყებთ პარტიაგამონაცვალ პოლიტიკოსებზე მსჯელობას და რკვევას, ასეთი საქართველოში ერთადერთია „ლეიბორისტული პარტია“ – ნათელაშვილი-გუგავა-ქუმსიშვილი და სხვები, ვისაც პარტია არ გამოუცვლია. დანარჩენი, საქართველოში ყველას შეცვლილი აქვს პარტია რამდენჯერმე. ყველას იმ დონეზე აქვს ყელში აქვს ამოსული ეს რეჟიმი, მაქსიმუმს აკეთებენ მის მოსაცილებლად და ალბათ, პრეზიდენტ მარგველაშვილის ეს განცხადება ამან განაპირობა ბევრწილად“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
„რუსთავი 2“ -ის ინფორმაციით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ხდება. შეთავაზება მარგველაშვილმა პირადად მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო და ამ საკითხზე პარტიაში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.