მეტეხის ტაძრის წინამძღვარი მამა აკაკი გარდაიცვალა
1766237292
ევროკავშირში არსებულ კრიზისზე ევროპელი ლიდერებიც საუბრობენ და ორგანიზაციასთან მიმართებით არც მწვავე კრიტიკას იშურებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ღიად აცხადებს, რომ ევროკავშირი რადიკალურად უნდა რეორგანიზდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაშლა ემუქრება.
იმ კრიზისზე, რაზეც დღეს ევროპაში საუბრობენ, თბილისი დიდი ხანია მიუთითებს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ევროპელი ბიუროკრატები უპასუხისმგებლო ნაბიჯებით, ორგანიზაციას უფსკრულისკენ მიაქანებენ.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ თუ ღირებულებითი კრიზისი ვერ და არ დაძლია ევროკავშირმა, მისი დაშლის საფრთხე ძალიან რეალური ჩანს:
"ეს არის განცხადებები, რომლებიც ცალსახად მიუთითებს იმ ლიბერალურ ძალებზე, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას ვეძახით, მათ მიერ მსოფლიოს და კონკრეტულად ევროკავშირის მართვის მცდელობებზე. თუ ეს ღირებულებითი კრიზისი ვერ და არ დაძლია ევროკავშირმა, მისი დაშლის საფრთხე ძალიან რეალური ჩანს. ძალიან ხშირად ევროკავშირი ისეთ ინტერესებსა და ამოცანებს აყენებს, რომლებიც თანხვედრაში არ არის ამა თუ იმ ქვეყნის ეროვნულ ინტერესთან,"- აცხადებს ეკა სეფაშვილი.