პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ექსპერტი დავით ქართველიშვილი მოძრაობა „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას ირგვლივ გავრცელებულ სკანდალს ეხმიანება, რითაც ცნობილი გახდა, რომ ხოშტარიას ოჯახის წევრის ანგარიშზე რუსეთიდან, პერიოდულად, სოლიდური თანხები ირიცხება. საუბარია მილიონობით რუსულ რუბლზე.
მისი თქმით, როდესაც დავით არახამია საუბრობდა, რომ რუსული კომპანიები ქართულ სუბიექტებს იყენებენ სანქციების ასარიდებლად, ამაში თუ ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის მილიონობით რუბლის გადარიცხვას გულისხმობდა, მაშინ იყენებს და რას ვერჩით.
„რაო DJ David Braun-მა - რუსული საბანკო სისტემაო ინტენსიურად იყენებსო ქართულ საბანკო სისტემასო? თუ ლЯკა ხოშტარიას ოჯახისთვის მილიონობით რუბლის გადარიცხვას გულისხმობდა, რომლითაც ხოშტარიები ბათუმში თურმე უძრავ ქონებას იძენენ - გამოდის, რომ იყენებს და ეგაა, რას ვერჩით. მაგრამ საკუთარი გუნდის წევრის - ხოშტარიას ასეთი ჩაშვება, არახამიას რაში დასჭირდა?“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.