წყალმომარაგების სექტორს კვალიფიციური კადრების დეფიციტი სერიოზულად აწუხებს - გიორგი კობერიძე

გიორგი კობერიძე

"კვალიფიციური კადრების დეფიციტი წყალმომარაგების სექტორსაც სერიოზულად აწუხებს" - ამის შესახებ საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ბაზარზე ერთი და იგივე სპეციალისტები მოძრაობენ, ხოლო საინჟინრო მიმართულებით განათლების მიღების აქტივობა დაბალია, რის გამოც სამუშაო ძალის რესურსი მოთხოვნაზე ნაკლებია. კობერიძის განცხადებით, ამ ვითარებაში კომპანიებს ახალგაზრდა კადრების გადამზადება და მათი როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნის გაძლიერება უწევთ.

"კვალიფიციური კადრების დეფიციტი ვახსენეთ და, რა თქმა უნდა, წყალმომარაგების სექტორსაც აწუხებს ეს პრობლემა და მუდმივად ვართ ძიებაში ასეთი კადრების, თუმცა ბაზარზე ტრიალებს ერთი და იგივე კონტინგენტი ამ ადამიანების, როგორც საპროექტო, ასევე ვიწრო პროფილური მიმართულებებით. აქტივობა ამ კუთხით განათლების მიღების თვალსაზრისით არის ძალიან დაბალი. აქედან გამომდინარე, ეს პრობლემები დღეს ბაზარზე არის, რომ საინჟინრო რესურსი სამუშაო ძალისა არის მინიმალურს ქვემოთ. აქედან გამომდინარე გვიწევს გადამზადება არსებული ახალგაზრდა კადრების, თეორიული ცოდნის მიცემა მათთვის, დაფინანსება ასევე ამ განათლების და ცოდნის მიღების, ასევე პრაქტიკული აუცილებელი ცოდნა არის შემდგომისთვისსაჭირო, რომ ადამიანმა დამოუკიდებლად მართოს ამა თუ იმ მიმართულებით ჩვენი კომპანიის მასშტაბით“, - აცხადებს კობერიძე.