ოპტელი ბერების ლოცვა - წაიკითხეთ ყოველდღე და ნახავთ, რომ თქვენი ცხოვრება შეიცვლება
1738702671
ცვლილებებს, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსში შედის, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა და მას დღეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ. იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე, ასევე მესაკუთრის წინასწარ თანხმობის გარეშე, იკრძალება დახურულ სივრცეში/შენობებში აქციების ჩატარება.
იკრძალება შეკრების, ან მანიფესტაციის ჩატარებისას შენობების შესასვლელების, ავტომაგისტრალების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადების, მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო კვანძებისა და რკინიგზის ბლოკირება.
იზრდება სისხლისსამართლებრივი პატიმრობის ვადა პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარისა და ძალადობისთვის, რაც გადავა მძიმე დანაშაულთა კატეგორიაში. ასევე ემატება ახალი ნორმა - სისხლის სამართლის წესით დაისჯება პოლიტიკური თანამდებობის პირზე, სახელმწიფო მოსამსახურეზე, ასევე საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა, ან მის მიმართ სხვა ამგვარი ქმედება.