ახალგაზრდა კაცი, რომელსაც 5 აპრილის შემდეგ ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1775630415
"გრანტების შესახებ" კანონში მორიგი ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ ამ ცვლილებებით უფრო იკვეთება, რომ დიპლომატიურ დაწესებულებებს აქვთ შესაძლებლობა, შეფერხებების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, ისე, როგორც ეს ვენის კონვენციით არის გათვალისწინებული.
თუმცა, ლევან მახაშვილი ამბობს, რომ გარკვეულ შემთხვევებში, მათ რჩებათ ვალდებულება, აიღონ ნებართვა ხელისუფლების მხრიდან.
"მეტი მკაფიოობისთვის, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ცვლილებებით, რომ დიპლომატიურ დაწესებულებებს აქვთ შესაძლებლობა, რომ თავისუფლად, ხარვეზების გარეშე, შეფერხებების გარეშე განახორციელონ თავიანთი საქმიანობა, ისე, როგორც ეს ვენის კონვენციით არის გათვალისწინებული. თუმცა იმის მიღმა, რა თქმა უნდა, როდესაც მათ ექნებათ სურვილი, რომ გარკვეული პროექტები დააფინანსონ, ენჯეოები დააფინანსონ ან სხვაგვარი ფორმით შეეცადონ საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა, რა თქმა უნდა, მათ რჩებათ იმის ვალდებულება, რომ აიღონ ნებართვა ხელისუფლების მხრიდან," - აცხადებს ლევან მახაშვილი.