შეცდომა, რომელსაც მორწმუნეები აღდგომის ღამეს უშვებენ - ღვთის მსახურის განმარტება
1775592664
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების გავრცელების მცდელობის ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
პოლიციის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის მცდელობისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებულია 2 პირი.
სამართალდამცველებმა, ბრალდებულების მხილების მიზნით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების ფარგლებში, მათთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ამანათების კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს, რითიც დადასტურდა, რომ ბრალდებულები სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვას ცდილობდნენ.
პოლიციამ ამანათებიდან, ასევე ბრალდებულების საცხოვრებელი ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღო სხვადასხვა სახის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: 6 კილოგრამამდე „მეფედრონი“, 10 აბი „მდმა“, 200 გრამამდე ,,ჰაშიში“, 3 აბი და აბის ნატეხი ,,სუბოტექსი“.
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე და 260-ე კვარტა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.