ცოტნე ანანიძე „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაზე: აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება, (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ სავარაუდოდ) - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკაროთ

ცოტნე ანანიძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო.“

ანანიძის განცხადებით, აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით ავტონომიური სტატუსიც გაუქმდება, შესაბამისად იგი მოუწოდებს „თავისუფლების მოედანს“, რომ პოლიტიკური ქულების ჩასაწერად „სახიფათო და სახელმწიფო თემებს აღარ გაეკარონ.“

„პარტია“ “თავისუფლების მოედანმა” როგორ ჩანს ორი რამ არ იცის:

1-უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება. (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ სავარაუდოდ)

2- ძველი, მათ შორის 16 წლის ავტომობილის შენახვა უფრო ძვირი ჯდებაამიტომ მარტივ რჩევას მივცემდი ამ პოლიტიკურ დილეტანტებს - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკარონ...“- წერს ანანიძე.