სად არის და რას საქმიანობს ახლა წყვილი, რომლის რომანიც Coldplay-ის კონცერტზე გამომჟღავნდა
1784494771
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, “აჭარა თაიმსის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ბათუმის საკათედრო ტაძართან გზა ბერა ივანიშვილის გამო იყო გადაკეტილი, სოციალურ ქსელში ეხმიანება.
ანანიძის შეფასებით, პოლიტიკურ დღის წესრიგშია ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებები.
„საკათედროს მიმდებარედ საცობები და პოლიცია შაბათობით ჩვეულებრივი ამბავია. პოლიტიკური დღის წესრიგი ბიძინა ივანიშვილის ოჯახის მიმართ დაუსაბუთებელი ბრალდებებია. რეალობა კი ისაა, რომ მსგავსი სცენარები საზოგადოებისთვის დიდი ხანია არადამაჯერებელია”, - წერს ანანიძე.