სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება
1758915992
პოლიტიკურ სპეკულაციად აფასებენ ოპოზიციის ინიციატივას საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობაში. მათი განცხადებით, საჭიროება არ არსებობს და თუ ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში არ გამორიცხავენ საგამოძიებო კომისიის ინიციატორი თავად იყვნენ.
"ცარიელ ადგილზე წარმოშობილი ინიციატივაა, რომ გადახედონ იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებებს. რაიმე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება დაისვას ეს საკითხები, მაგრამ რასაკვირველია ეს არ უნდა უკავშირდებოდეს რაღაც პოლიტიკურ საკითხებს. წმინდა პოლიტიკური ხასიათისაა და შეიძლება პოლიტიკური სპეკულაცია დავარქვათ. მაგრამ, რასაკვირველია თუ ამის აუცილებლობა იქნა, უმრავლესობაც დათანხმდება და მხარს დაუჭერს ასეთი კომისიის შექმნას", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსამართლეების სანქცირების საკითხი ოპოზიციისთვის ერთგვარ ჟანგბადის წყაროდ იქნა და ისინი ამის გამოყენებას შეეცდებიან.
"რადიკალური ოპოზიციისათვის, ეს ერთგვარ ჟანგბადის წყაროდ იქცა და ამის გააქტიურებასა და გამოყენებას შეეცდებიან. ჯერჯერობით, მე ვფიქრობ, რომ სხვა არხებით იქნება უფრო მნიშვნელოვანი კომუნიკაცია სახელმწიფო დეპარტამენტთან, რადგან უფრო მეტი სიცხადე იქნას ამ საკითხი შემოტანილი", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პროკურატურა ინფორმაცია ავრცელებს
1758990100
ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1758918909