1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
წლებია, მიმდინარეობს ეს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს რომ 1%-აც მართალი ყოფილიყო, ბუნებრივია, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ეს იყო მათი კამპანია სახელად „მიშა კვდება“. წლებია, მიმდინარეობს ეს კამპანია, რომ ყოველდღე მიშა კვდება. ეს რომ 1%-აც მართალი ყოფილიყო, ბუნებრივია, მეორე დღესვე შეიტანდნენ სტრასბურგში სარჩელს. რადგან ეს არ გააკეთეს, ეს არის კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ ეს არის ფეიკკამპანია და რუსული სტილის დეზინფორმაციის ნაწილი“, - აცხადებს მდინარაძე.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის გაგზავნის გადაწყვეტილება მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა უნდა მიიღოს.