ცხადია, როდესაც იქნება შესაძლებლობა, ჰელსინკის კომისია შეიკრიბება და შეაფასებს იმ პროცესს, რომელიც წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ"- ლაშა ფარულავა

ლაშა ფარულავა

"ცხადია, როდესაც იქნება შესაძლებლობა, ჰელსინკის კომისია შეიკრიბება და შეაფასებს იმ პროცესს, რომელიც წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ", - ამის შესახებ პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა საქართველოს შესახებ დაგეგმილი მოსმენის გადადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ლაშა ფარულავას თქმით, "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებები მთლიანად აუქმებს მოქალაქეების გაერთიანებებსა და პოლიტიკურ პარტიებს.

"ოფიციალური განმარტება, ჰელსინკის კომისია რატომ ვერ შეიკრიბა, არის უამინდობა. ცხადია, როდესაც იქნება შესაძლებლობა, ჰელსინკის კომისია შეიკრიბება და შეაფასებს იმ პროცესს, რომელიც წამოიწყო "ქართულმა ოცნებამ" საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს პროცესი მთლიანად აუქმებს მოქალაქეთა გაერთიანებებს, პოლიტიკურ პარტიებს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.