გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე წარმოდგენილია 606 საჩივარი და მათი უმეტესობა შეეხება სწორედ პროცედურულ დარღვევებს, ისეთი, როგორიც არის დისციპლინური გადაცდომები, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ჩართვისას ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი სანტურიანმა.
მისივე თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით საჩივრების წარდგენა შესაძლებელია 29 ოქტომბრის ჩათვლით. საოლქო საარჩევნო კომისიებს 4 დღის განმავლობაში ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება.
„ცალსახაა ის, რომ 26 ოქტომბერს წარმოდგენილი საჩივრების აბსოლუტური უმრავლესობა შეეხებოდა მხოლოდ პროცედურულ დარღვევებს და შედეგებზე გავლენას ვერ იქონიებს“, - აღნიშნა სანტურიანმა.
მისივე თქმით, საჩივრები წინასაარჩევნო პერიოდში არსებულ დარღვევებზეც შევიდა. კერძოდ, წინასაარჩევნო აგიტაციასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე. ასეთი იყო 112 საჩივარი, მათგან უმეტესობა უკვე განხილულია და 34 საჩივრის განხილვა სრულდება.
გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1754063603
ცნობილი ქართველი წყვილი დაშორდა
1754251043