ცესკომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის კიდევ 4 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა

ცესკო

4 ოქტომბრის არჩევნებზე ცესკომ კიდევ 4 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დაარეგისტრირა.

ამ დროისთვის ჯამში, 23 საერთაშორისო და 11 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციაა რეგისტრირებული. ასევე აკრედიტაცია გაიარა 16-მა მედიასაშუალებამ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის ნათია იოსელიანის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადა 27 სექტემბერია, ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის - 24 სექტემბერი, ხოლო მედია საშუალებებისთვის 29 სექტემბერი.