24 დეკემბერს შუქი გაითიშება - ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
1734977187
ცესკო-ს ოპოზიციური წევრები ევროკავშირის საელჩოში პოლიტიკის, ინფორმაციისა და პრესის განყოფილების უფროსის მოადგილესთან, პიერ სალიერთან და პროექტის მენეჯერთან, ანტონიო დალ-ბორგოსთან შეხვედრას მართავენ. როგორც აღინიშნა, შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივით იმართება.
მათ შორის, საელჩოში იმყოფებიან „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირთაძე და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელი გიორგი სიორიძე.
შეხვედრაზე შესვლამდე მათ განაცხადეს, რომ, როგორც ცესკო-ს ოპოზიციური წევრები, საელჩოს წარმომადგენლებს მიაწვდიან ინფორმაციას არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით.
„დღეს გვაქვს მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენლებთან. ჩვენ მათ მივაწვდით ინფორმაციას წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით, რამაც, საბოლოოდ, ხელისუფლებისა და ცესკო-ს მხრიდან არჩევნების მიტაცება გამოიწვია. ეს იყო ყველაზე არასამართლიანი, გაუმჭვირვალე არჩევნები, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას“, – აღნიშნა დავით კირთაძემ.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ 16 ნოემბრის ინციდენტის გამო დავით კირთაძეს ოთხი წლის ვადით შეეზღუდება საარჩევნო ადმინისტრაციაში საქმიანობა.