წელს უკვე პირველად თურქეთი უმასპინძლებს სპიკერების ფორმატს, სადაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეები დელეგაციებთან ერთად შეიკრიბებიან და იმსჯელებენ ჩვენს შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავებაზე - ნიკოლოზ სამხარაძე

ნიკოლოზ სამხარაძე

თურქეთის პარლამენტთან და აზერბაიჯანის პარლამენტთან გვაქვს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი. წელს უკვე პირველად თურქეთი უმასპინძლებს სპიკერების ფორმატს, სადაც სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციებთან ერთად შეიკრიბება და იმსჯელებს ჩვენს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ, რომელიც უზბეკეთში საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობს.

„ვიმსჯელებთ, ასევე რეგიონის პრობლემატიკაზე, ერთობლივი ეკონომიკური პროექტების განვითარებაზე, რაც ძალიან მისასალმებელია, იმიტომ რომ ჩვენთვის ორივე ქვეყანა არის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანა, ორივე ქვეყანა არის სტრატეგიული პარტნიორი და არის ერთ-ერთ ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი, ამიტომ ამ მხრივ, საპარლამენტო მიმართულებით ფორმატის ზრდა და სპიკერების ჩართვა ამ სამმხრივ ფორმატში, რა თქმა უნდა, ჩვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო მეტად წაადგება“, - აცხადებს სამხარაძე.