“ასეთი ადამიანი არ უნდა გვტოვებდეს…” - ქართველ ჟურნალისტს გლოვობენ
1734931090
რა თქმა უნდა, არჩევნები უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი, საერთოდ რატომ არის კითხვის ნიშანი, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება?! - ასე გამოეხმაურა ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როტის განცხადებას „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრი, პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
„როგორც 2026, როგორც 2020, ზუსტად ისეთივე თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდება ახლაც. ყურადღება მივაქციოთ როტის განცხადების მეორე ნაწილი, სადაც აცხადებს, რომ საქართველოს არჩევანია დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. სად არის ეს არჩევანი? ვინ არიას ავტორიტარიზმი?! ის ცდილობს ქართველ ხალხს თავს მოახვიოს, რომ თითქოს ასეთი არჩევანი არის დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. დგება „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით, გამოიხედავს „ქართული ოცნებისკენ“, ჰგონია რომ დემოკრატიის მხარეს დგას? ეს ადამიანი ან საქართველოს ისტორიას არ იცნობს, ან არ იცის რას ნიშნავს ტერმინი დემოკრატია და ავტორიტარიზმი“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობილი ქართველი ჟურნალისტი გარდაიცვალა
1734898872