სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიმდინარე წლის ზაფხულში ტაივანისთვის 400 მილიონი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა დაბლოკა, რადგან ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან ურთიერთობების დალაგებას ცდილობს. ინფორმაციას The Washington Post-ი ხუთ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ტრამპს ჩინეთის ლიდერთან სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკება და აშშ - ჩინეთის სამიტის გამართვა სურს.
წყაროების ცნობით, ტრამპის ასეთი გადაწყვეტილება თვითმმართველ კუნძულთან დაკავშირებით აშშ-ის პოლიტიკის შეცვლაზე მიუთითებს, რადგან ჩინეთი ტაივანს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.
გამოცემა წერს, რომ ტრამპის მიერ დაბლოკილ სამხედრო დახმარების პაკეტში სხვადასხვა სახის ჭურვები, ტყვია-წამალი და ავტონომიური უპილოტო საფრენი აპარატები შედიოდა.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ტაივანისთვის სამხედრო პაკეტის გადაცემის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი ჯერ არ არის, ხოლო ვაშინგტონში მდებარე ტაივანის არაოფიციალური საელჩო საკითხის კომენტირებისგან თავს იკავებს.